სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ატესტატის გაცემის წესში შესული ცვლილებების გამო სკოლას ახალი ვალდებულებები განესაზღვრა
11-06-2019
-
+


„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სკოლის ვალდებულებები და ატესტატის გაცემის წინაპირობები.

ბრძანების მიხედვით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლე ატესტატის აღებას შეძლებს, თუ დაძლევს  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონეს ანუ მას ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა ექნება.

ატესტატის გაცემის წინაპირობები:

სკოლა ვალდებულია იმ პირთა სია, რომლებმაც დაძლიეს საბაზო და/ან საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, მიაწოდოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას სასწავლო წლის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ასევე, სკოლა ვალდებულია იმ პირთა სია, რომლებმაც საბაზო და/ან საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს ექსტერნატის, სემესტრული, საშემოდგომო ან წლიური გამოცდების შედეგად, მიაწოდოს საინფორმაციო სისტემას შესაბამისი გამოცდების შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სისტემა სკოლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში), დაბადების თარიღი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის წელი.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი − ატესტატი გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში;

ასევე  იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ მიიღეს.

იმ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირობებით გათვალისწინებული პირები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად  ტერიტორიულ სამსახურს მიმართავენ 2019 წლის დასრულების შემდეგ, მიიღებენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს.

თუ მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სკოლა უფლებამოსილია მიმართოს საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს დაინტერესებული პირის შესახებ ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

საინფორმაციო სისტემა მოწოდებულ ინფორმაციას გადაამოწმებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან და მოწოდებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ასახავს ინფორმაციას მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

ასევე იხილეთ: როგორ შეძლებენ CAT-ის გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეები ატესტატის აღებას?


კომენტარები


სკოლები
ხოჯორნელი ვარსკვლავები მათ საკუთარი შემოქმედებით მიესალმნენ
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ზეიმი სრული ანშლაგით ჩატარდა, ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მხიარული ნომერი
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე
სიახლეები
რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები
ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო დიპლომატიიის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებაზე გაამახვილა ყურადღება
არ არსებობს ოფიციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსება და წარდგენაც ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგებს შეუძლიათ
ბაღი 2014 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან მშობელთა ნდობა და ბავშვების გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა
იმდინარე წლის 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდი - პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
საზოგადოება