ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კორხის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა. მეთორმეტეკლასელებმა მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კი აღსაზრდელებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა