მატნის N2 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ზეიმით გააცილეს
11-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N2 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთა სკოლიდან გაცილება დიდი ზეიმით აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს.
კუსრდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.