მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების რეგისტრაციის ვადები და ჩატარების განრიგი განისაზღვრა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, მოსწავლეები ექსტერნის გამოცდებს ელექტრონული ფორმით აბარებენ.
გამოცდებზე რეგისტრაცია 18 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით იწარმოებს.
რაც შეეხება გამოცდების ჩატარების ვადას, გამოცდები 27 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდები 5 საგანში ჩატარდება - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიაში, სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში და ინგლისურ ენაში.
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს