ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და ღონისძიება გამართეს.
„ბავრის არაქართული საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დედა ენის დღე ავღნიშნეთ. გავაკეთეთ კედლის გაზეთი. დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ლამაზ ღონისძიებას ყოველ წელს ვატარებთ და კედლის გაზეთებსაც ვქმნით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.