მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალურ შეჯიბრში გეზრბენში ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავი ისახელეს.
რეგიონის ჩემპიონებმა გურჯი თუთისანმა და ნიკა არაბიძემ რამდენიმე ათეულ მორბენალს შორის გარბენში პირველი და მეორე ადგილები მოიპოვეს.
და, რომ არა გუნდის დანარჩენი 2 წევრის მოკრძალებული შედეგი, ჰქონდათ შანსი, გუნდურ შეჯიბრებაში წარმატებ მოეპოვებინათ.
სკოლა მადლობას უხდის ფიზიკური აღზრდის პედაგოგს, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, ალუდა ხაბულიანს გაწეული მუშაობისთვის, ასევე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორებს მათი სპორტსმენების მიღწეული შედეგის დაფასებისათვის, გოგი კვირიკაშვილს ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს.
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ასევე ულოცავს სასახელო მოსწავლეებს: გურჯი თუთისანსა და ნიკა არაბიძეს, მათ პედაგოგ ალუდა ხაბულიანს ამ გამაჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.
„ვფიქრობ, მოსწავლეები მომთხოვნ მასწავლებლად დამახასიათებენ“