სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 3 მოსწავლისთვის დაირეკა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 3 მოსწავლისთვის დაირეკა.ნაზი ვანაძის სადამრიგებლო მე–12 კლასი ბესო ბერიძემ, ზაირა ვანაძემ და დათო ვანაძემ დაამთავრეს.
მათ საყვარელ სკოლასა და პედაგოგებს გაწეული ზრუნვისა და მიცემული განათლებისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ კი კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცა და მომავალში მრავალი წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები