ბენარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა „ანბანის გაცილების“ ღონისძიება გამართეს
10-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების-შუშანა მღებრიშვილის და მედეა ქაფიანიძის ხელმძღვანელობით, ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომელიც მიეძღვნა ანბანის გაცილებას და სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას.
ბავშვების გამოსვლამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიულოცეს კლასიდან კლასში გადასვლა და წარმატებები უსურვეს.