სიახლეები
საინტერესო

რა უნდა გაიყიდოს სკოლის ბუფეტში - ცნობილი მზარეულის რჩევები
08-06-2019
-
+


სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაციის აკრძალვაზე ბევრჯერ ითქვა, თუმცა არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების დაცვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყველა თანხმდება, რომ სკოლებში ჩიფსის, კანფეტების, შოკოლადის, გაზიანი სასმელების და მაიონეზით შეზავებული პროდუქტების გაყიდვა დანაშაულია, თუმცა კიდევ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ ჯანსაღი თაობა გაიზარდოს, რასაც დიდწილად სწორედ ჯანმრთელი საკვების მიღება განაპირობებს.

რა ითვლება ჯანსაღ საკვებად, რომელიც სკოლებში ბავშვებმა შეიძლება მიირთვან, როგორ უნდა მივაწოდოთ პატარებს, ხშირ შემთხვევაში, მათთვის არასასურველი საკვები და რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში? ამ საკითხებთან დაკავშირებით ამჯერად  ცნობილი მზარეულის, მანუელ  ფაუნდეს ბარანდას მოსაზრებებსა და რჩევებს შემოგთავაზებთ.

- სკოლის ბუფეტებისთვის გარკვეული სტანდარტები უკვე ჩამოყალიბებულია. ბავშვის კვება უნდა იყოს ჯანმრთელი. ყველაზე მინიმუმ, საკვები უვნებელი მაინც უნდა იყოს და შეესაბამებოდეს ფიზიოლოგიურ და ორგანიზმის ზრდის საჭიროებას. სკოლის ბუფეტები სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. ვიცი, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, მაგრამ საკმაოდ რთული მოსაგვარებელია. ერთბაშად ყველაფერი ვერ მოგვარდება, მაგრამ რაღაცით უნდა დავიწყოთ. მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ ერთობლივი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ვიცი, რომ დღეს სკოლის ბუფეტებში არის ბევრი ხაჭაპური, ფენოვანი, ბევრი გაზიანი სასმელი, რაც სინამდვილეში ნორმატივებით აკრძალულია. ზოგ სკოლაში, სადაც ეს ნორმატივები დაცულია, სკოლიდან 50 მეტრში ხსნიან სახაჭაპურეს სრულიად მიზანმიმართულად. ბავშვი იქ მიდის და მაინც ჭამს ფენოვანს, რომელსაც გაზიან სასმელს აყოლებს. ამიტომ, ეს საკმაოდ რთული, კომპლექსული პრობლემაა, მისი გადაწყვეტა საჭიროებს დიდ რესურსსა და ფინანსებს.

სკოლებში, ბუფეტების გაქირავებაზე ცხადდება ტენდერები. სამინისტრო ყველაფერში ხომ ვერ ჩაერევა. პრობლემა არა მხოლოდ კვებასა და სამზარეულოს მოწყობის სტანდარტებშია, რომელსაც ხშირ შემთვევაში მკაცრად იცავენ... მაგალითად, სკოლაში მოვაწყეთ კარგი ბუფეტი და საკმაოდ მრავალფეროვანი ჯანმრთელი საკვები შევთავაზეთ. მაქსიმუმ 10 წუთია დასვენების დრო. შეიძლება 10 წუთში ბავშვმა ნორმალურად იკვებოს და ერთი კერძი მაინც შეჭამოს? ფაქტობრივად, სწრაფად უნდა ჩაიყაროს საკვები და როგორც წესი, ასეც იქცევიან ბავშვები. ეს საკითხი კი სკოლის დონეზე უნდა მოგვარდეს. არავინ ზღუდავს სკოლას, რომ რომელიმე შესვენების დრო გაზარდოს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის საკვების მიღების არაჯანმრთელი გარემო.

კარგი იქნება, თუ ბუფეტში გაიყიდება, მაგალითად, სალათა. ეს შეიძლება იყოს ავოკადოს სალათა, კიტრისა და პომიდვრის სალათა, სალათის ფურცლები, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ბავშვი სკოლაში სალათს არ შეჭამს. სახლში არ ჭამენ და... წვნიანია კარგი, მაგრამ  შეჭამენ? სახლში უჭირთ და იქ ვინ დააძალებს ბავშვს წვნიანის ჭამას? ამიტომ, ჯერ გარკვეული საგანმანათლებლო სამუშაო უნდა ჩატარდეს. ეს უნდა იყოს პატარა ულუფები, საკმაოდ გემრიელი და საკმარისი კვებითი ღირებულების, მაღალი ვიტამინების შემცველობის, რომელიც ლამაზად იქნება შეფუთული. როგორ შევფუთოთ? ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ვიმუშაოთ. უნდა ვიფიქროთ, როგორ მივაღწიოთ, რომ ბავშვმა შეჭამოს ასეთი საკვები. ამიტომაცაა რთული და კომპლექსური პრობლემა. მაგალითად, მე შემიძლია ლამაზად შევფუთო ქათმის ხორცის მწვადი, რომლის გარნირადაც შევთავაზებ, მაგალითად, ბარდის პიურეს ან ნიახურის ბოლქვის პიურეს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ რიტორიკაა. რეალობა ბევრად რთულია. ახლა კატას ბნელ ოთახში ვეძებთ, რომელსაც მაინც ვერ მივაგნებთ. ჯერ სინათლე უნდა ავანთოთ და მერე ვნახოთ, კატა არის თუ არა იმ ოთახში. ამის მერე კი კუს ნაბიჯებით წავიდეთ წინ.

- სხვა ქვეყნების მაგალითი თუ იცით, როგორი სიტუაციაა სკოლის კვებით დაწესებულებებში?

- 2012 წელს აშშ–ში გახლდით. 2006 წლიდან, მიშელ ობამამ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წამოიწყო კამპანია ჭარბწონიანობის წინააღმდეგ. ეს კამპანია გულისხმობდა დიდ ფინანსურ ძალისხმევას. 2006 წლიდან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ 2012 წელს, როცა მე იქ გახლდით, ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი დამაკმაყოფილებელი შედეგები. ეს კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და ყოველწლიურად ავლენდნენ იმ დაწესებულებას, რომელმაც ყველაზე კარგ შედეგს მიაღწია. ახალ ორლეანში სწორედ ასეთ გამარჯვებულ სკოლაში გახლდით, სადაც იყო უზარმაზარი ბუფეტი, საკვების ცხელი და ცივი ხაზი და იქვე ისხდნენ დიეტოლოგები, ანიმატორები. გართობაც იყო და კვებაც. თითოეული ბავშვისთვის გათვლილი იყო კალორიები, ცილისა თუ ვიტამინის შემცველობა. ხომ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამხელა რესურსებზეა საუბარი, რომ მომავალი თაობა ჯანსაღი საკვებით გაიზარდოს...

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება