გუდაურის საჯარო სკოლაში პროექტი-გაკვეთილი - „მცხეთა- უძველესი ქალაქი“ ჩატარდა
07-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში პროექტი-გაკვეთილი - „მცხეთა- უძველესი ქალაქი“ ჩატარდა.
პროექტს ისტორიის პედაგოგი ნაირა აფციაური უძღვებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ხელშეწყობითა და მშობელთა ჩართულობით მოეწყო გასვლითი ღია გაკვეთილი მცხეთაში. მოსწავლეებმა მოძიებული მასალა წარმოადგინეს ლექციური სახით. პროექტ-გაკვეთილმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მოტივაციის ამაღლება გამოიწვია. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განავრცეს და ისტორიული ცოდნა აღიქვეს გეოგრაფიულ გარემოში.