თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
07-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელის ნონა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაიგეგმა.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.