მზისგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საგრანტო პროექტი განახორციელეს
07-06-2019
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მზისგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საგრანტო პროექტი - „ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში მიწვეული ჰყავდათ ქალლიდერთა ცენტრის წარმომადგენლები და ქალთა უფლებების დამცველი.
ასევე მოეწყო შემდეგი ღონისძიებები:
ფილმის - „ხმა ამოიღე“ ჩვენება, საინფორმაციო კამპანია „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, ჩატარდა თემში აქცია - „ერთად ვუთხრათ არა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას“, მოეწყო ნახატების კონკურსი.
ამასთან ერთად მოწვეული იქნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის წარმომადგენელი და გამომძიებელი.