დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზო მოხატეს
07-06-2019
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზო მოხატეს და ლექსები წაიკითხეს.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.