სიახლეები
სკოლები

ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა დაბრუნდაშვილი ესტონეთში სასწავლო/სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
07-06-2019
-
+


ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნანა დაბრუნდაშვილი პროექტის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ ერთ-ერთი გამარჯვებულია და 2-დან 7 ივნისამდე ესტონეთში დაგეგმილ სასწავლო/სამუშაო ვიზიტში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ. საელჩოში სტუმრობისას, ქართველი მასწავლებლები გაეცნენ საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტებს; ამასთან, განხილულ იქნა ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები და მრავალი მიმართულებით მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა აქცენტით განათლების სფეროზე.

პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. სამიზნე ჯგუფს საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები
წარმოადგენენ. პროექტის მიზანი მასწავლებლების ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, მათი ინტერესის გაზრდა და ევროინტეგრაციის პროცესში როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ჩართვაა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ესტონეთის განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; ასევე, ეწვივნენ რამდენიმე სკოლას და გაეცნენ მათი საქმიანობის ზოგად სპეციფიკას.

მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ესტონური განათლების სისტემაში არსებული უახლესი მიღწევების შესახებ და ამ კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარება, ასევე, მასწავლებლების
ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, მათი ინტერესის გაზრდა და ევროინტეგრაციის
პროცესში როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ჩართვა. 

„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“  „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის„,  „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

გამარჯვებული 10 მასწავლებლის ესტონეთში ვიზიტი ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრმა უზრუნველყო, ესტონეთის საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება