სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის საჯარო სკოლაში პროექტი -„უთხარი არა სიძულვილს“ განხორციელდა
07-06-2019
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლაში პროექტი -„უთხარი არა სიძულვილს“ განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი - მანანა კუმელაშვილი გახლდათ და მასში მონაწილეობა V კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კალათში ჩაყარეს დაკეცილი ფურცლები, სადაც წარმოდგენილი იყო შემდეგი სიტუაციები: „არ გაქვს თანხა ფუნთუშის შესაძენად“, „არ გყავს ველოსიპედი“, „ხარ მოხუცი და გიჭირს სიარული“, „მეგობარმა არ გათხოვა ბურთი“.

ბავშვებმა ამოიღეს კალათიდან დაკეცილი ფურცლები, გაშალეს და წაიკითხეს, რომელს რა სიტუაცია შეხვდა. შემდეგ ახსნეს მათ, თუ როგორ მოიქცეოდნენ და რას იგრძნობდნენ აღნიშნულ სიტუაციაში.

ამ ყველაფრის შემდეგ ისაუბრეს ამ თემების ირგვლივ და  პედაგოგმა მათ განუმარტა, რომ სხვისი დაცინვა, ჩაგვრა არ შეიძლება, რადგანაც შესაძლოა, ნებისმიერ დროს, თვითონაც აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში.

„ბავშვის აღზრდა-განათლებაში უდიდესი პასუხისმგებლობა სკოლას ეკისრება. სწორედ იქ არსებულმა გარემომ უნდა შეძლოს ისეთი პირობების შექმნა, რომ მოზარდმა შეიძინოს ღირებული უნარ-ჩვევები. სკოლა არ არის მხოლოდ ცოდნის შეძენის აკვანი. აქ უნდა აღიზარდონ სათანადო ყოფა–ქცევის ახალგაზრდები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმატა მოსწავლეთა მხრიდან დაპირისპირებამ, შუღლმა, უპატივცემულობამ, ერთმანეთის აბუჩად აგდებამ, დაცინვამ. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად აისახება მოსწავლის შინაგან ბუნებასა თუ გარეგან ქცევაზე, რაც შეიძლება კონფლიქტშიც გადაიზარდოს. მოზარდთა ეს ქცევა მიმართულია როგორც თანატოლების, ისე უფროსების მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ არც ჩვენი სკოლაა გამონაკლისი, ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება დაეხმარებათ მოსწავლეებს დაძლიონ სიძულვილი და უარი უთხრან მას. ამ დაბრკოლების გადალახვის მთავარი გასაღები ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულშია.

აღნიშნული პროექტით არა მხოლოდ უშუალოდ ჩართული მოსწავლეები დაძლევენ წარმოქმნილ პრობლემას, არამედ განხორციელებული აქტივობები ხელმისაწვდომი იქნება სხვა მოზარდებისთვის და მათთვისაც თვალსაჩინო იქნება, რომ ერთმანეთის ჩაგვრა არ არის წარმატებული, ღირსეული მომავლის საწინდარი. აქცენტი უშუალოდ გაკეთდა მე–5 კლასის მოსწავლეებზე, რადგან, ვფიქრობ, ისინი სწორედ იმ ასაკში არიან, რომ უნდა შეძლონ ცუდის და კარგის განსხვავება და ეცადონ თავისი თითოეული ქცევა აკონტროლონ. ამასთან, აღნიშნულ კლასში დადის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე, რომლის ჩართულობაც მსგავსი ტიპის პროექტებში მნიშვნელოვანია, რადგან თანატოლებმა უკეთ გაითავისონ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია“,-ნათქვამია ნინოწმინდის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გამოცდების წინ ენერგიას შეგმატებენ.
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება