მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არშის საჯარო სკოლაში 12-ე კლასის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება „ბოლო ზარი“ გაიმართა.
ორგანიზატორი გახლდათ კლასის დამრიგებელი დარეჯან გოგატიშვილი. ღონისძიებაში 12-ე კლასის 6 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, დირექტორი, მშობლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების განმავლობაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული ლექსები, სახალისო დადგმები, სიმღერები, ხალხური ცეკვები, სახალისო სიმღერები...
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვა კლასების მოსწავლეებმა განსხვავებული აქტივობებით. დასასრულს კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექტორი და ასევე სხვა მასწავლებლებიც გამოვიდნენ სიტყვით და 12 კლასის მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის წარჩნებით დამთავრება.
იხილეთ ფოტოები: