წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატებს საპატიო სიგელები გადასცა
07-06-2019
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ მეთორმეტეკლასელ ოქროს მედლის კანდიდატებს - თეონა ბანძელაძეს, თინათინ შერზადიშვილს, ნანა დადუნაშვილს და ვერცხლის მედლის კანდიდატებს - მარიამ შერაზადიშვილს, მარიამ კირთაძეს და გვანცა გვენეტაძეს საპატიო სიგელები გადასცა.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს წარმატეტები უსურვა.
„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ! წარმატებები, ასახელეთ მშობლიური სკოლა“,- აღნიშნა დირექტორმა.