„ჩემი სუპერმარკეტი“ - ბეჟანოს საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბეჟანოს საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა.მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, გუანა მკოიანის ხელმძღვანელობით ორ ჯგუფად იმუშავეს თემაზე „ჩემი სუპერმარკეტი.“
ნიჭიერმა ბავშვებმა საინტერესო პოსტერები შექმნეს და სიტუაციური როლები გაითამაშეს.
აქტივობა შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები