ბულაჩაურის საჯარო სკოლაში საქართველოსთვის მებრძოლთა ხსოვნას სპორტული ტურნირი მიეძღვნა
07-06-2019
დაკოპირებულია
-
+
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაურის საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მეთექვსმეტე ზონალური ტურნირი ჩატარდა.
აქტივობა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნა და მისი მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გახლდათ.
შეჯიბრში ბულაჩაურის, აბანოსხევის, ლაფანაანთკარის, ჭოპორტის და საშაბუროს საჯარო სკოლების ოთხმოცამდე მოსწავლე ასპარეზობდა.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.