სიახლეები


ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსებში წარმატებებს აღწევენ
06-06-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში წარმატებებს აღწევენ.

კერძოდ, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I  ტურში, სადაც 18 მოსწავლე მონაწილეობდა, 14 მოსწავლემ ბარიერი გადალახა, ხოლო სამმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო მე-2 ტურში. ორი მათგანი მოხვდა პირველ ათეულში: თიკო ტაბატაძემ დაიკავა მე-3 ადგილი ილია სადღობელაშვილმა კი - მე-6 ადგილი.

მე-12 კლასის მოსწავლემ ლიკა დავაძემ ინგლისური ესეების კონკურსში დაიკავა მე-2 ადგილი საქართველოში; ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ უნარების სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობით მოიპოვა უნივერსიტეტის 75%-იანი გრანტი და მონაწილეთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა.

სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ანი ჩხიტუნიძე ჟურნალ „განთიადის“ 130 წლისთავისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში ნომინაციაში „პოეზია“ დაიკავა მე-3 ადგილი და დაიმსახურა ფულადი პრემია 250 ლარის ოდენობით და მიენიჭა ლაურეატის  წოდება.  2018-2019 სასწავლო წელს მე-6 საავტორო სკოლის მიერ ორგანიზებულ პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „ამირანი“-ში გამარჯვებისათვის  დაიმსახურა ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით. ამავე წელს რაიონის მიერ ორგანიზებულ დედის დღისადმი  მიძღვნილ კონკურსში  ჩანახატი „წერილი დედა“ დაიკავა მე-3 ადგილი და გაიმართა ბენეფისი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება