მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში, გამოფენა-კონკურსი „ნიჭიერი ხელოვანები“ ჩატარდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები და საუცხოო ნაკეთობები. ნამუშევრები ინდივიდუალური იყო, საიდანც საუკეთესოები შეირჩა და გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები: რომანი მოთიაშვილი და ვლადისლავ წიკლაური.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, კონკურსში აქტიური და საინტერესო მონაწილეობისთვის. შერჩეული ნამუშევრები კი გადაეცა სკოლის მუზეუმს.
კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ქალბატონი ლელა გვრიტიშვილი.
იხილეთ ფოტოები: