მცხეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გამართეს
06-06-2019
დაკოპირებულია
-
+
მცხეთის N2 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის სოფო ელკანიშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს.
პირველკლასელები დამსწრე საზოგადეობის წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.
„იისფერში გამოწყობილმა ლამაზმა გოგო- ბიჭებმა ანბანი „გააცილეს“. გვამოგზაურეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებში. გააცოცხლეს და განასახიერეს კიდეც ისინი. მაყურებელს თავი დაამახსოვრეს სიმღერებითა და ცეკვებით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.