დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გასული სასწავლო წელი წარმატებით შეაჯამეს
06-06-2019
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში პირველი კლასის ღონისძიება ჩატარდა.
„ენა, მამული, სარწმუნოება“ - აქტივობის ფარგლებში, ნიჭიერმა მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა დადგეს, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სკოლის დირექცია ულოცავს მათ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და მეტ წინსვლას უსურვებს მომავალში.