სიახლეები
სკოლები

ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს
06-06-2019
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის, ბებნისის საჯარო სკოლის მე- 8 კლასმა, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. 

„23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა,  საინტერესოა, რომ ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის წიგნებს შემდგომში გასაჩუქებლად ყიდულობენ, რადგან როგორც კვლევებმაც აჩვენა უამრავი მკითხველი ფიქრობს, რომ წიგნი საუკეთესო და ამავდროულად უნივერსალური საჩუქარია, რადგან 1 წიგნით ადამიანს ჩუქნი დამატებით ცოდნას, საინტერესო თავგადასავალს და უამრავ ახალ მეგობარს წიგნის პერსონაჟების სახით.

სწორედ ამიტომ ბებნისის საჯარო სკოლის მე- 8 კლასმა, ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას 6 წიგნი გადასცა საჩუქრად. რაც ჩვენი სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს კიდევ მრავალი საინტერესო მეგობარი შეიძინოს წიგნის პერსონაჟების სახით. ბებნისის სკოლა დიდ მადლობას უხდის მე - 8 კლასის მოსწავლეებსა და კლასის ხელმძღვანელს ლია აპოიანს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება