ზარიძეების საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს
05-06-2019
დაკოპირებულია
-
+
თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების საჯარო სკოლაში გასული წლის შემოდგომაზე ექსკურსიით დაწყებული პროექტი ნიკო ფიროსმანის შემქომედების შესახებ პრეზენტაციით დასრულდა.
პროექტში VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ ჩემი თბილისი და ფიროსმანი არ ვიცი ასე რამ შემაყვარა....“
მხოლოდ სათავისოდ არ უთქვამს პოეტს ეს სიტყვები... ასეთმა სიყვარულმა გააცოცხლებინა ჩვენს მოსწავლეებს ფიროსმანი და ძველი თბილისის უბნები თავიანთ ნამუშევრებში.
გასული წლის შემოდგომაზე ექსკურსიით დაწყებული პროექტი (ხელმძღვანელი ევა ცალუღელაშვილი) წელს 4 ივნისს, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული პრეზენტაციით დაგვირგვინდა.
პროექტში მონაწილეობდნენ VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები. მადლობა ბავშვებს, დამრიგებლებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნანა ცალუღელაშვილს აქტიური და გულმოდგინე ჩართულობისთვის“,-ნათქვამია ზარიძეების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა