სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია
10-04-2019
-
+


2019 წელს აღდგომა 28 აპრილს არის... დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ამ დღესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრადიციებისა და საინტერესო ფაქტების შესახებ ინფორმაცია. ამჯერად, etaloni.ge კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაზე გთავაზობთ მასალას:

გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა.

იმპერატორთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა!"  

იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ. 

კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.


კომენტარები


სკოლები

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი დირექტორი ჰყავს

ბავშვებმა გაიხსენეს ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები,

მოსწავლეებმა განიხილეს და შეაჯამეს ჩატარებული არჩევნები 

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა

ბნავისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარადა

სიახლეები

დამატებითი ინფორმაციისთვის ადმინისტრაციას დაუკავშირდით: 2-83-05-05 

გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთ დავალება ტექსტის რედაქტირებაა, რომელიც 16 ქულიანია

გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მე-10 ადგილზე გასული მოსწავლის ქულას

შედეგები ცნობილია როგორც მოსწავლეებისთვის ისე სკოლებისთვის.

სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის, მათ შორის მასწავლებლებისთვის, საქართველოს მასშტაბით ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

საინტერესო

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება

„ვერ ვატან ჩემს ბავშვს საჭმელს სკოლაშივისაც კონტეინერებით დააქვს, დასცინიან“

ეტალონი

სამტრედიის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

ჭიათურის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საზოგადოება