მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის ინაშაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ბავშვებმა მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად დაამზადეს ნივთები, დაპატიჟეს სოფლის მცხოვრებლები და გამართეს გამოფენა-გაყიდვა.
ამ დღისათვის თანხა საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმაც გადმორიცხა. შემოსული თანხა დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის ფონდში გადაირიცხება.
სკოლის ადმინისტრაცია ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და მობრძანებულ სტუმრებს ასეთი მნიშვნელოვანი დღისათვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები