ბერშუეთის საჯარო სკოლამ მეგობარი სკოლის „მინი ფეხბურთის“ გუნდს უმასპინძლა.
გორის მუნიციპალიტეტის, ბერშუეთის საჯარო სკოლამ სობისის საჯარო სკოლის „მინი ფეხბურთის“ გუნდს უმასპინძლა. გაიმართა შეჯიბრი ორ ასაკობრივ გუნდებს შორის. შეხვედრის ლოზუნგი იყო - „მეგობრობა გზად და ხიდად“.
სკოლა სპორტის მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს.
„წარმატებებს ვუსურვებთ სპორტის პედაგოგებს, რომლებიც ზრუნავენ მომავალი თაობის ჯანსაღი აღზრდისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო