ალმატის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა განვლილი სასწავლო წელი ეფექტურად შეაჯამეს
04-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის ალმატის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
პირველკლასელებმა განვლილი სასწავლო წელი ეფექტურად შეაჯამეს და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრებით აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
საყვარელმა დამრიგებელმა და სკოლის დირექციამ მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და ბედნიერი და ლამაზი არდადეგების გატარება უსურვეს.