სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე ზაგაშვილს ესტუმრნენ
04-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი, მაია სუჯაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე ზაგაშვილს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ერთი დღე ჟურნალისტის ამპლუა მოერგოთ და მერს პროფესიასთან, მიმდინარე პროექტებთან, სპორტულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.