სიახლეები
სიახლეები

მე-7 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი ივნისში დასრულდება - რა სიახლეები იგეგმება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
05-06-2019
-
+


მე-7კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს.

მისი თქმით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე ბევრი ისეთი თემებითაა დატვირთული, რომელიც მთლიანი პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

„მე-7 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი გაჯერებულია ბევრი ისეთი საკითხით, რომელზეც ინფორმაცია ჩვენს მოსწავლეებს, ვფიქრობ, აუცილებელია ადრეული ასაკიდან მივაწოდოთ. მაგალითად, შესულია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული თემები, რეპროდუქციულ განათლებასთან დაკავშირებული თემები, ბიოლოგიაში ფიზიოლოგია, იმისათვის რომ მანამ სანამ მოსწავლე მივა თინეიჯერობის ასაკამდე, იცოდეს რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად და გააცნობიეროს ის ცვლილებები, რაც მის თავს მოხდება და ხდება მის თანატოლებში. ასე რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე ნამდვილად მსუყეა ბევრი ისეთი თემით, რომელიც შესაძლოა არ უკავშირდებოდეს მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინას, არამედ მთლიანი პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლეოდეს.

სახელმძღვანელოების გრიფირება სულ მალე დასრულდება, ამ პროცესში ჩართულია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აფასებს სახელმძღვანელოს. ამასთან, წელს პირველად მივეცით მშობლებს შესაძლებლობა, რომ ყველა სკოლას წარმოედგინა თითო მშობელი, რომელიც ჩართული იქნებოდა რეცენზენტებთან ერთად სახელმძღვანელოების შეფასებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს მე-7 კლასში გვექნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები“, - განაცხადა აბულაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასში ახალი საგნების „მოქალაქეობის“ და ფინანსური განათლების სწავლება დაიწყება. 

„წელს ხორციელდება განახლებული სტანდარტით დაწყებითი საფეხურის სწავლება, ეს შეეხება I-VI კლასებს. იცით, რომ სამოქალაქო განათლების კომპონენტი გაძლიერებული არის დაწყებით კლასებში, სადაც შევიდა ახალი საგანი - „მე და საზოგადოება“. შესაბამისად, ეს კურსი გრძელდება საბაზო საფეხურზეც და მე-8-9 კლასებში სამოქალაქო სწავლება ახალი სტანდარტით იქნება გაძლიერებული და შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები. ამ ეტაპზე მე-7 კლასთან დაკავშირებით გვაქვს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელიც ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და მე-7კლასში განახლებული სახელმძღვანელოები შევა ყველა საგანში. ამ სტანდარტს დაემატა სამოქალაქო განათლების მიმართულებით კომპონენტი და ეს არის სრულიად ახალი საგანი „მოქალაქეობა“,-აღნიშა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ფინანსური განათლების კომპონენტს, აბულაძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომლის შესწავლაც უნდა დაიწყოს საკმაოდ ადრეული ასაკიდან.

„მაგალითად, თუ ვისაუბრებთ გოგონებზე, რომლებიც გვინდა, რომ უფრო დამოუკიდებლები იყვნენ მომავალში და ისწავლონ, როგორ დაგეგმონ და მართონ საკუთარი ბიუჯეტი, ფინანსური განათლება სწორედ ამ კომპონენტებს გულისხმობს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და მათთან ერთად შევიმუშავეთ დამხმარე რესურსები. იმისთვის რომ ჩვენი მოსწავლეები მომავალ ცხოვრებაში წარმატებული იყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანია შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების კარგად დაგეგმა, იმისათვის რომ არ აიღონ ისეთი ფინანსური ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებენ. საუბარია უფრო ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, იმისათვის რომ მათ ძალიან გაცნობიერებულად ადრეული ასაკიდან მართონ საკუთარი ცხოვრება, რაც ცხადია ზედა კლასებში უფრო მეტად ვითარდება“, - განმარტა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება