სიახლეები
სკოლები

გორის N9 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენი უფლებები - ჩვენი საგანძურია!“ განხორციელდა
04-06-2019
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის, ქეთევან ედილაშვილის ხელმძღვანელობით, ,,ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში პროექტი - ,,ჩვენი უფლებები - ჩვენი საგანძურია!" განახორციელეს.

პროექტი მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით მიმდინარეობდა:

  • პროექტის დასაწყისში მასწავლებელმა ყველა მოსწავლეს ბუკებში გადაუგზავნა ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია";
  • ეტაპობრივად, სათითაოდ განიხილეს და დაამუშავეს თითოეული მუხლი, რის შემდეგაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ამოერჩიათ მათთვის სასურველი მუხლი;
  • მოსწავლეებმა ამორჩეული მუხლების მიხედვით შექმნეს კომიქსები და აღნიშნული ილუსტრაციები საკუთარი ხელით გადაიტანეს მაისურებზე;
  • მასწავლებლის მიერ მიწოდებული ელექტრონული რესურსის გამოყენებით ბავშვებმა შექმნეს პოსტერი;
  • ეტაპობრივად ხდებოდა ფილმების ჩვენება ბავშვთა უფლებებზე (,,საოცრება"; ,,კლასის წინაშე"; ,,ყვირილი"; ,,გადაუხადე სხვას"), რის შემდეგაც ხდებოდა მათი განხილვა;
  • წაიკითხეს რ. ჯ. პალაციოს წიგნი ,,საოცრება";
  • მასწავლებელმა მოამზადა პრეზენტაცია თემაზე: ,,ბავშვები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო". მოსწავლეები გაიცნეს თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან ბავშვთა უფლებების დასაცავად;
  • პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ ,,თბილისის ბიბლუს გალერეას", სადაც დაამზადეს პატარა ზარდახშები;
  • 1-ელ ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მეოთხეკლასელებს ეცვათ საკუთარი ხელით მოხატული მაისურები და თითოეული მათგანი სიმბოლურად წარმოადგენდა ,,ბავშვთა უფლებების კონვენციის" მუხლს;
  • ამავე დღეს, სკოლის ფოიეში მოეწყო ზარდახშების გამოფენა;
  • პროექტი დასრულდა IV კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის ერთობლივი ფლეშ -მობით. გადაიღეს ვიდეო კლიპიც.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის განხორციელებასა და წარმატებით დასრულებას ხელი შეუწყო მშობელთა აქტიურად ჩართულობამ და ახალი საგნის ,,მე და საზოგადოების" სწავლამ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ
მოსწავლეებმა ასევე 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მშობლიური ენის მოფრთხილება
„თუ როგორი წარმატებით წარიმართა ეს ლიტერატურული დღე დიდი მგონის მუზეუმის ეზოშო, ამის შესახებ ისაუბრებს ის ვიდეორგოლები და ფოტოები, რომლებსაც წამოგიდგენთ“
მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, შეასრულეს ოროვნული ცეკვები, მუსიკალური ნომრები და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება