ბოლნისის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა პაპაშვილი მქარგველებისა და ხელმარჯვეთა ასოციაციის ორგანიზებულ გამოფენაში მონაწილეობდა
04-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგი, ნონა პაპაშვილი მქარგველებისა და ხელმარჯვეთა ასოციაციის ორგანიზებულ გამოფენაში მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნონა პაპაშვილის შესაძლებლობები ამოუწურავია.
„ნონა ყოველდღე გვაოცებს ახალ-ახალი გატაცებებით! ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანი მასწავლებელი. წარმატებები ნონას და ყველა მონაწილეს! მას გამოფენაზე სხვა სტუმრებთან ერთად მისი მოსწავლეებიც ესტუმრნენ“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას