სიახლეები
სიახლეები

ატესტატის აღება შესაძლოა წინა წლებში გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი პირებისთვისაც უფასო გახდეს
04-06-2019
-
+


ატესტატის აღება შესაძლოა იმ პირებისთვისაც უფასო გახდეს, რომლებმაც სკოლა წინა წლებში დაამთავრეს, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო ატესტატი ვერ მოიპოვეს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იუსტიციის სახლთან, რათა ატესტატის აღება უფასო იყოს ყველა იმ პირისთვის, რომელიც წელს პირველად აკეთებს განაცხადს.

„მოგეხსენებათ, CAT-ის გამოცდების მოხსნის შემდგომ საჭირო გახდა გადაიხედოს ატესტატის გაცემის პროცედურები. წინა წლებში ამ გამოცდებში ჩაჭრილი ათასობით მოსწავლე ვერ იღებდა ატესტატს, წელს ატესტატის მიღება შეუძლია ყველას, ვინც სკოლის დონეზე დადებითად არის შეფასებული ყველა კლასში, მე-12 კლასის ჩათვლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლების მიერ ინფორმაციების შეყვანა ჟურნალებიდან. ატესტატი გაიცემა იუსტიციის სახლის მიერ, ივნისის თვეში.

რაც შეეხება ფასიან მომსახურეობას, ეს დაწესებული ჰქონდა იუსტიციის სახლს, რომ დუბლიკატის აღების შემთხვევაში, როდესაც პირი ერთხელ აიღებდა ატესტატს და შემდგომ მეორედ მიმართავდა, მაშინ საფასურს იხდიდა. ვინაიდან ამ შემთხვევაში ხშირად შეიძლება იყოს დოკუმენტის აღების პირველი მოთხოვნა და არა მისი დუბლიკატის, იუსტიციის სახლთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აღნიშნულზე ეს საფასური გაუქმდეს. ველოდებით ამ ეტაპზე საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებას, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუმართავთ ატესტატის ასაღებად იუსტიციის სახლისთვის და წელს პირველად იღებენ, მათთვისაც იყოს უფასო“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

იხილეთ ასევე: ატესტატების გაცემა 20 ივნისიდან დაიწყება - პროცედურები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება