მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი წამყვანმა მასწავლებელმა მარინე ფორჩხიძემ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მარინე ფორჩხიძე ინგლისურის საუკეთესო მასწავლებელთა ხუთეულში მოხვდა ქვეყნის მასშტაბით.
გაკვეთილს მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. სკოლის დირექცია პედაგოგს წარმატებებს ულოცავს.
იხილეთ ფოტოები