მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტების კითხვებს ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე პასუხობს.
- რას უნდა მიაქციონ ყურადღება უფრო მეტად აბიტურიენტებმა ამ საგნის გამოცდაზე?
- ძალიან ხშირად აბიტურიენტები ყურადღებით არ კითხულობენ დავალების პირობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ზუსტად ის პასუხი გასცენ აპლიკანტებმა, რასაც დავალების პირობა მოითხოვს.
- რა რეკომენდაციას მოგვცემდით გამოცდაზე კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს პასუხს „სწორია ან „მცდარია“?
- ამ დავალებაში თუ თვლით, რომ პასუხი ჭეშმარიტია, უნდა მონიშნოთ ,,სწორია", ხოლო როდესაც ნიშნავთ პასუხს ,,მცდარია", აუცილებლად უნდა განმარტოთ კომენტარის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პასუხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი.
- ტესტი ისეთივე ფორმატის იქნება, როგორიც შარშან?
ხელოვნების ტესტის ფორმატი არ შეცვლილა.
- გამსვლელი ქულა რამდენია?
- აბიტურიენტებისთვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო მინიმალური - 18.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“