სიახლეები
სკოლები

ბათუმის N4 საჯარო სკოლის „ლიტერატურულ კარცერში“ პოეზიის ჟამმა ჩამოჰკრა
03-06-2019
-
+


ბათუმის N4 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო მოეწყო.

საინტერესო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე მოუწყეს, სტუმრები მოიწვიეს და ემოციური ლექსები წაიკითხეს.

„პოეზია რომ სულის მუსიკაა და მისი ,,კომპოზიტორები'' განსაკუთრებული ხედვის, გამორჩეულად მგრნობიარე ადამიანები არიან, ეს უდავოა.

გერქვას პოეტი - ღვთით მომადლებულ ნიჭთან ერთად ტვირთიცაა, ალბათ...

„ლიტერატურულ კარცერში“ დღეს სწორედ პოეზიის ჟამმა ჩამოჰკრა.  მოწვეულმა პოეტებმა - თემურ მაკარაძემ და ლუკა ქათამაძემ მოსწავლეებს ცხოვრებისეულ ფრაგმენტებთან ერთად თავიანთი შემოქმედება გააცნეს. 

სევდას მართლაც ჩაუტოვებია მათში რაღაც განსაკუთრებული...

ერთმანეთს ენაცვლებოდა ულამაზეს სტრიქონთა წყება როგორც პოეტთა, ასევე პოეზიის მოტრფიალეთა.

მიუხედავად მცირე ასაკისა, პატარა მსმენელები მშვენივრად ჩასწვდნენ წაკითხულ ლექსთა არსს და არაერთი შეკითხვაც გაუჩნდათ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

თავის მხრივ, ელენე ქარცივაძემ საკუთარი ჩანახატი წაუკითხა სტუმრებს და მათი აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
შეხვედრა მეტად გულთბილი და ემოციებით სავსე იყო,-“ - სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება