ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სპექტაკლი - „დროშები ჩქარა“ გაიმართა
03-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში Vlll კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „დროშები ჩქარა“ გამართეს.
სპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიდი ემოციით წარმოაჩინეს საქართველოს გმირული წარსული. აღსანიშნავია, რომ პერფომანსში ჩართული იყო მთელი კლასი. სპექტაკლმა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ღონისძიების ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი სოფიო სოფრომაძე, რეჟისორი ლალი კუბლაშვილი, მუსიკალური გამფორმებელი მაკა სოფრომაძე.
სპექტაკლს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე ესწრებოდნენ.