სიახლეები
სკოლები

ლაითურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
03-06-2019
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორებიც სკოლაში მოქმედი ეკოკლუბის – „მწვანე თაობის“ წევრები იყვნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალ კომპონენტს მოიცავდა. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დატვირთვა აქვს დედამიწის დღის სიმბოლურ აღნიშვნას და ზოგადად, ეკოლოგიურ საკითხებზე ფიქრსა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობას.

ლაითურის საჯარო სკოლა, უკვე ორი წლის განმავლობაში მონაწილეობს ყველაზე მასშტაბურ, ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში. ეკოკლუბის წევრებმა შეაჯამეს 2019 წლის კონკურსის ფარგლებში მიღწეული შედეგები და მიმოიხილეს კლუბის საქმიანობა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი გარემოსდაცვითი პოსტერები. ესეების კონკურსის მონაწილეებმა აუდიტორიასა და სპეციალურ ჟიურის წარუდგინეს თავიანთი ნაშრომები თემაზე - „დედამიწას რომ ლაპარაკი შეეძლოს...“. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული და 7 სპეციალური ნომინაცია. დაბალკლასელებმა სპეციალურად დედამიწის დღისთვის დაარსეს „ზებრების ორგანიზაცია“  და „ირმების ორგანიზაცია“.

„სახელწოდებათა სირთულე ნუ დაგაბნევთ, ამ საოცარმა პატარებმა განაცხადეს, რომ ისინი ცხოველთა სახეობების დაცვის კუთხით აპირებენ მუშაობას. პირველ ეტაპზე მათ საინფორმაციო ბროშურები მოამზადეს და აუდიტორიას გააცნეს.  
მსგავსი ტიპის შემეცნებითი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჯანსაღი ეკოლოგიური ხედვის ჩამოყალიბებაში, რაც შემდგომში მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე აისახება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
აქტივობებით ბავშვებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება