ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
03-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ გაიმართა.
შეჯიბრი ინგა ხასაიას ხელმძღვანელობით I-II კლასის მოსწავლეთა მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფებს შორის ჩატარდა.
შეკითხვები მომზადებული იყო შემდეგ კატეგორიებში: ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება და სხვადასხვა. მოსწავლეებმა წარამატებით იასპარეზეს, მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა II ჯგუფს ხვდა წილად.
ღონისძიებას პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. მათ ერთხმად აღიარეს ჩატარებული ღონისძიების წარმატებულობა და სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ თავიანთი შვილების აქტიურობითა და ცოდნით, რის გამოც მადლობა გადაუხადეს სკოლას, დამრიგებელსა და თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისათვის.
ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და ბევრ წინსვლას უსურვებს მომავალშიც - „დაე, უღრუბლო ზეცა გქონოდეთ, ბავშვებო!“
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა