სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თამილა რიონიძე წლის საუკეთესო პედაგოგთა შორის დააჯილდოეს
03-06-2019
-
+


სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენაზე ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამილა რიონიძე წლის საუკეთესო პედაგოგთა შორის დააჯილდოეს.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა „მომავლის თაობის“ პროგრამაში 2018 წლის მარტიდან ჩაერთო.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

თამილა რიონიძე უკვე წლებია ასწავლის საგანს - სამოქალაქო განათლებას და ასევე ხელმძღვანელობს სასკოლო კლუბს „სხივი“. მან განახორციელა არაერთი საკლასო და საკლუბო პროექტები. სასკოლო ღონისძიებები მოიცავდა გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას. კლუბის წევრების მიერ განხორციელდა პროექტი -  „ტკბილი სიბერე“.

მოსწავლეები ეწვიენ სათნოების სახლს, მოხუცებს მიართვეს საჩუქრები და ჩაატარეს კონცერტი. X კლასის მოსწავლეებმა I  სემესტრში განახორციელეს მცირე საგრანტო პეროექტი „არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას“ და მოიპოვეს 600$-დოლარიანი გრანტი. მოპოვებული თანხით შეიძინეს ფოტოაპარატი.

X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი „შექმენი უსაფრთხო გარემო შენს გარშემო“. პროქეტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა. სკოლის ცენტრალურ გზაზე მოსწავლეების მიერ მოიხატა ზებრა გადასასსვლელი, დაიდგა საგზაო ნიშნები, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა უსართხოება. პროქტის განხორციელებაში პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, აჭარის საგზაო დეპარტამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობა.

IX კლსის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „წიგნიერების დონის ამაღლება მოზარდებში“. ჩატარდა კვლევა „წიგნი თუ კომპიუტერი“. მოსწავლეებმა მოიწვიეს აჭარის მწერალთა კავშირის წევრი ნანული გვარიშვილი. შექმნეს ხელნაწერი წიგნი, რომელიც მიუძღვნეს თანაკლასელ ახალგაზრდა შემოქმედს თამარ ყურშუბაძეს.

IX კლასმა განახორციელა პროექტი „ჯანსარი ცხოვრების წესი - სწორი კვება“.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს უბნის ექიმთან და კვების ობიექტებთან, გააკეთეს კვლევა. გადაიღეს ვიდეორგოლი და მოაწყეს საინფორმაციო მსვლელობა.

პროგრამა მომავლის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამილა რიონიძემ გაიმარჯვა და დაჯილდოვდა სერთიფიკატით და მცირე ფასიანი საჩუქრით.

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს ქალბატონ თამილას ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინვლას პროფესიულ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება