მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა. ვიქტორინას ორგანიზება გაუწია სპორტის მასწავლებელმა ვალერი აბდულმუტალიმოვმა და მე-8 კლასის მოსწავლემ ანჟელა კაზარიანმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გადაეცათ სიგელები.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.
იხილეთ ფოტოები
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“