თბილისის N103 საჯარო სკოლაში პროექტი, სახელწოდებით - „არა თამბაქოს“ განხორციელდა
03-06-2019
დაკოპირებულია
-
+
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი იხილეს.
პროექტი თბილისის N103 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, სკოლის პედაგოგის ნანა ჩხაიძის ხელმძღვანელობით განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში VII და VIII კლასების მოსწავლეებისთვის მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება თამბაქოს მავნებლობაზე. ორგანიზატორებმა მოიწვიეს ექიმი, რომელის მოსწავლეებს მოზარდებში თამბაქოს მოხმარების სავალალო შედეგებზე ესაუბრა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განხორციელებული პროექტი ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კლასებს შორის სპორტული შეჯიბრი ფრენბურთში. აღნიშნული სპორტული აქტივობის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.