თბილისის N141 საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,არ ვიცი? ვიცი!“ გაიმართა
თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-3-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ფიქრია მახათაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - ,,არ ვიცი? ვიცი!“ ღონისძიება გამართეს. სკოლის აღსაზრდელები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები