სიახლეები
სკოლები

ბოსტანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე გაიხსნა
03-06-2019
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბოსტანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე გაიხსნა.

ლიტერატურული კაფის გახსნას პედაგოგი თამარ კობზონაძე ხელმძღვანელობდა. 

პირველი პრეზენტაციაც, მოსწავლეთა გასამხნევებლად, სწორედ მან ჩაატარა, სკოლის აღსაზრდელებმა კი პლაკატები დაამზადეს. პრეზენტაციების შემდეგ „გემრიელი ვიქტორინის“ დრო დადგა. აქტივობების ბოლოს მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები დაწერეს.

„პირველი ლიტერატურული კაფე. ბედნიერი დასაწყისი. ბავშვების გაბრწყინებული სახეები მართლა რა უდიდესი ჯილდოა. წინა საღამოს ყველა წვრილმანი გავითვალისწინეთ. როცა ცარიელ კლასში შევედით, ქრისტინამ მოიწყინა, მაგრამ მერე მისდგნენ და პატარა ხელებით ყველაფერი გააჯადოსნურეს, ისეთი ყოჩაღები არიან, ისეთი საყვარლები და მეც ისეთი ბედნიერი ვარ. შეჩერებას არ ვაპირებთ და წინ ბევრი ასეთი ჯადოსნური დღე გველოდება.

ბავშვების გასამხნევებლად პირველი პრეზენტაცია ჩემი იყო. მე კომპიუტერს მივმართე დასახმარებლად, პატარებმა კი პლაკატები დაამზადეს. ყველანი ღელავდნენ, მაგრამ ჩინებულად გაართვეს თავი, როცა პრეზენტაციები მორჩა, „გემრიელი ვიქტორინის“ დრო დადგა. როგორ გაიხარა დიდმა და პატარამ, ყველა გულიანად იცინოდა, გემრიელი მაფინებიც ყველას შეხვდა, არცერთი ფრაზა არ დაგვრჩა გამოუცნობელი.

ბოლოს ბავშვებმა თავიანთი შთაბეჭდილება წერილობით გაგვიზიარეს, უფროსებმა-სიტყვით. ბავშვებს სახელების მიწერა დავიწყებიათ ფურცლებზე, მაგრამ ასე უფრო საინტერესოც კი გამოდგა, სახლში მისულმა მათი ნაწერები რომ წავიკითხე და თითოეული რომ ამოვიცანი. 

მადლობა ყველას, ვინც თუნდაც სიტყვით დამეხმარა. თითოეულ მასწავლებელს, მშობლებს, დირექციას, გია ჯოხაძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით გვიდგას, მადლობა ლელა კოტორაშვილს ეს ლიტერატურული კაფე მისი შთაგონებულია და ამ ბოლო დღეებში ათასი რამ ვკითხე, ისიც დაუზარლად და მისთვის ჩვეული ხალისით მპასუხობდა. მადლობა სალო ჩარკვიანს ამ შესანიშნავი ფოტოებისთვის და უგემრიელესი ყავისთვის და, რაც მთავარია, მადლობა ჩემს პატარებს, ჩემს „ბიულერბიუელ ბავშვებს“,-აღნიშნავს პედაგოგი თამარ კობზონაძე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება