სიახლეები
ინტერვიუ

„საქართველო რომ მასწავლებლების გარეშე დარჩა, ეს პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმებას არ გამოუწვევია“- თსუ-ს პროფესორი
30-05-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პედაგოგიური ინსტიტუტის დაბრუნება იგეგმება, რადგან მისი გაუქმება ძალიან დიდი შეცდომა იყო.

როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ჭკუასელი etaloni.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმება არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი პროცესი იყო, ვინაიდან 90-იან წლებში მასწავლებლობა არც შემოსავლიანი და არც პრესტიჟული საქმიანობა არ იყო. მისივე თქმით, ეს პროცესები მთელს მსოფლიოში მოხდა და ინსტიტუტები უნივერსიტეტებად გადაკეთდა.

- რას ფიქრობთ განათლების მინისტრის განცხადებაზე, იყო თუ არა პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმება ძალიან დიდი შეცდომა და საჭიროა თუ არა მისი დაბრუნება?

- ასე მარტივად არ მომხდარა პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმება, ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ გამოიწვია ამ ინსტიტუტის გაუქმება. ეს არ იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს პროცესები მთელს მსოფლიოში მოხდა - ინსტიტუტების უნივერსიტეტებად გადაკეთება. რაღაც მხრივ კარგიც იყო და ცუდიც. საქართველო რომ პედაგოგების გარეშე დარჩა, ეს პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმებას არ გამოუწვევია. მათი არსებობის შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა, რადგან შემცირდა კონტიგენტი. 90-იან წლებში მასწავლებლობა აღარავის უნდოდა, არც ფულის მომტანი იყო არც პრესტიჟული.

თუ ვინმე დარჩა მოსახლეობაში, ვისაც მასწავლებლობა უნდა და ამას უნივერსიტეტი შესთავაზებს, როგორ ფიქრობთ არ შევა?! მომხმარებლისთვის უფრო პრესტიჟულია უნივერსიტეტში შევიდეს სასწავლებლად, ვიდრე ინსტიტუტში. იმის თქმა მინდა, რომ პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმება არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი პროცესი იყო. მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტიტუტების ფუნქცია სავსებით იტვირთა უნივერსიტეტებმა. მაგალითად, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი გადაიქცა უნივერსიტეტად, სადაც დარჩენილია პედაგოგიური ფაკულტეტიც და დამატებული აქვს სხვა მიმართულებებიც. რა კონტექსტით თქვა მინისტრმა, რომ პედაგოგიური ინსტიტუტის გაუქმება შეცდომა იყო, ვერ გეტყვით. მან არ გაანალიზა არსებული ფაქტები ისე თქვა.

- თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლობის მოსამზადებლად დარჩენილი და შეთავაზებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფენ კვალიფიციური პედაგოგების მომზადებას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მასწავლებლობის „მაინორ“ პროგრამა, ასევე 60-კრედიტიანი თუ 300-კრდიტიანი პროგრამები...

- ასეც ვერ ვიტყვით, „მაინორ“ რომ შეუძლიათ მასწავლებლობის პროფესიის არჩევა, ეს ძალიან კარგია, თუმცა ეს „მაინორ“ პროგრამა ნიშნავს, რომ შენ სწავლობ სხვა პროგრამას, მაგალითად, ფიზიკას და ამის პარალელურად შეგიძლია მეორე სპეციალობა აირჩიო იმავე დროში და იმავე თანხაში, ეს ძალიან კარგი ვარიანტია. ზოგადად „მაინორ“ პროგრამა 2009 წლიდან შემოიღეს. ამასთანავე, მანამდე იყო მასწავლებლობის მაგისტრატურა ანუ ბაკალავრიატის შემდგომ უნდა გაგევლო 2-წლიანი მაგისტრატურის კურსი, რაზეც ძალიან მცირე კონტიგენტი მოდიოდა და დღემდე ასეა, რადგან არამომგებიან პროფესიად აქვს ჩათვლილი საზოგადოებას მასწავლებლობა.

მაგისტრატურაზე უნდა შემოსულიყვნენ ის ადამიანები, ვისაც მაინცდამაინც მასწავლებლობა სურდა. „მაინორი“ პროფესიის პლუსი ის არის, რომ შესაძლებელია არ გინდოდეს მასწავლებლობა, თუმცა სადღაც გონებაში გქონდეს, რომ შეიძლება ოდესმე პედაგოგი გახდე. ამას გარდა, იყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელი I-VI კლასების ბაკალავრიატი და მინდა გითხრათ, რომ იქაც არ შემოდიოდა დიდი ნაკადი. ჩემს უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა ხოლმე 25-30 ადგილი, უფრო მეტი ადგილია რეგიონებში. ახლა გვაქვს რაღაც ცვლილებები, თუმცა მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით. აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია ჩვენი მინისტრი და ხელისუფლება, თუმცა რეფორმა მიდის ქრონიკული.

- რაც შეეხება 300-კრედიტიან პროგრამას, რომელიც დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის არის, რამდენად მოთხოვნადია ეს პროგრამა და წინა წლებთან შედარებით თუ არის გაზრდილი მსურველთა რაოდენობა?

- მცირედით ნამდვილად მომატებულია, თუმცა მე განცდა მაქვს, რომ საზოგადოებამ კარგად ვერ გაიგო ამ პროგრამის მიზანი. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ფაკულტეტის მოთხოვნა არ უკავშირდება პროფესიის მოთხოვნას. ეს არის პრაგმატული მოთხოვნა და უკავშირდება ფინანსებს. ვინაიდან პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს, ამასთან მისი დასრულების შემდგომ პირი მაგისტრატურის ხარისხს იღებს. ანუ იმიტომ კი არ აბარებენ პროგრამაზე, რომ მაინცდამაინც მასწავლებლობა უნდათ, არამედ იმიტომ რომ მცირე ბიძგი აქვთ. ამის მიუხედავად, პროგრამაზე ჩარიცხულთა გარკვეული კატეგორია შემდგომ სხვა მიმართულებაზე გადადის.

თუმცა აღსანიშნავია, რომ 60-კრედიტიანი პროგრამა, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს უფრო ეფექტურია. იქ უფრო შეგვიძლია მასწავლებლობის რეალური მსურველები დავინახოთ და ვხედავთ კიდეც. უკვე მესამე წელია ამ პროგრამას ვახორციელებთ და სასწავლებლად ისეთი მსურველები შემოდიან, რომლებსაც ბაკალავრიატიც დამთავრებული აქვთ, მათ ნაწილს მაგისტრატურაც გავლილი აქვს. ამ პროგრამაზე რეალურად მოდიან ადამიანები, რომლებსაც მასწავლებლობა უნდათ.

 - ბოლოს, გვინდა შეგაფასებინოთ ინიციატივა, რომელის საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგების პროფესიიდან გასვლას უკავშირდება. როგორც იცით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, პრაქტიკოსი საპენსიო ასაკის პედაგოგებს სურვილის შემთვევაში შეუძლიათ პროფესიიდან გავიდნენ და ამის სანაცვლოდ სახელმწიფო ფულადი ჯილდო მიიღონ. როგორ ფიქრობთ, თუკი ასეთი პედაგოგების უმეტესობა პროფესიიდან გავა, ამ შემთხვევაში მივიღებთ თუ არა კადრების დეფიციტს?

- თუკი მასწავლებლები მასიურად გავლენ, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქნება საქმე. უნივერსიტეტები არ ამზადებენ იმ რაოდენობის პედაგოგებს ყოველწლიურად, რომ პედაგოგების პროფესიიდან მასიურად გასვლის შემთხვევაში ეს სიცარიელე შეივსოს. თუ საპენსიო ასაკის მასწავლებლები მასიურად გავლენ პროფესიიდან, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს სხვა დათმობებზე წავიდეს. ვნახოთ, როგორ გავლენ და რამდენი გავა. მეორეს მხრივ, საკითხავია ისიც, რამდენად არის ხელისუფლება მზად, ყველა მასწავლებელს მისცეს ჯილდო. ალბათ, გამოთვლილი აქვთ, რადგან ასეთი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა აქამდე რასაც ითვლიდნენ ყველაფერი მარცხით მთავრდებოდა და ღმერთმა არ ქნას, ახლაც ასე მოხდეს. ეს არ არის ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ინიციატივის მიმართ, ეს უფრო გამოცდილებაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა. ყველა რეფორმა აქამდე მარცხით დამთავრდა, მაგრამ ვიმედოვნებ, ახლა ასე არ იქნება.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება