სიახლეები
საინტერესო , რჩევები

ამერიკაში სასკოლო ექსკურსიის დამტკიცებას 10-12 თვე სჭირდება - როგორია რეგულაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
29-05-2019
-
+


ბავშვის აღზრდა-განვითარებისა და სწავლების პროცესში ექსკურსიების მოწყობა აპრობირებული და მრავალმხრივ აღიარებული მეთოდია.

ამ შემეცნებით, ემოციურ და გასართობ მიდგომას სკოლები სისტემურად, საკმაოდ ეფექტურადაც იყენებენ, თუმცა ტურების ორგანიზება დიდ სიფრთხილეს, ყურადღებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვს.

კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით გარკვეული სტანდარტები და რეგულაციები შემოიღო და შესაძლო რისკფაქტორები მაქსიმალურად შეამცირა:
 
ამერიკაში სასკოლო ექსკურსიებს ძირითადად მასწავლებლები გეგმავენ. ადგენენ  მიმართულებას, ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს, მომსახურების ფასებს და სკოლის დირექციას უგზავნიან დასამტკიცებლად. მას შემდეგ რაც ექსკურსია დამტკიცდება, ჩვეულებისამებრ, 10-12 თვის განმავლობაში, საორგანიზაციო სამზადისი იწყება. სკოლა ან თავად გეგმავს ყველა დეტალს, ან ტურისტულ სააგენტოს მიმართავს. აქ ტრანსპორტირება განსაკუთრებით ყურადსაღები და საფრთხილო საკითხია, ამერიკაში არსებობს ტრანსპორტის კომპანიები, რომლებსაც სპეციალურად მინიჭებული, ბავშვების ტარების უფლება აქვთ. მრავალი ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, მშობელთა კომიტეტი ბიუჯეტზე ზრუნვას იწყებს. დაფინანსებაში ოჯახების გარდა თავად მოსწავლეებიც მონაწილეობენ, საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ ფულს და საექსკურსიო ხარჯებს იხდიან. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სათანადო სახსრები არ აქვთ მაგრამ, ინტერესითა და სამოტივაციო წერილით გამოირჩევიან გარკვეული კომპანიები ტურს უფინანსებენ.

უკრაინაში სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით შემდეგი რეგულაციები მოქმედებს: ტურის მონაწილეთა შორის შეიძლება იყოს 10-დან 40-მდე ბავშვი 6 წლის ზევით, ყოველ 10 მოზარდზე 1 მეთვალყურე უნდა იყოს გამოყოფილი, რომლებსაც მუდმივი კავშირი ექნებათ ჯგუფის ხელმძღვანელთან. ისინი ერთად გააცნობენ მოსწავლეებს დაგეგმილ მარშრუტს,  ქცევის წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს. უფროსებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უნდა შეეძლოთ. მეთვალყურეები ბავშვების უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს და სიტუაციიდან გამომდინარე, ფიზიკური თუ მორალური საფრთხის შემთხვევაში, უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ ექსკურსია.

ექსკურსიები იაპონიის საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელი ნაწილია. ძირითად ტურებს, როგორც ერთი ეტაპის დასასრულსა და ახლის დასაწყისს, გარდამტეხ მეექვსე, მეცხრე და მეთორმეტე კლასებში აწყობენ და მასში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის სავალდებულოა. სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ექსკურსია საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდეს ბავშვებისთვის. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსწავლეები მთავარ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობენ, ერთმანეთთან ურთიერთობებს აღრმავებენ და უშუალოდ ცხოვრობენ. გოგონებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე, მაგრამ საერთო ოთახებში, ძირს დაფენილ პლედებზე აძინებენ და მეტ ყურადღებას სულიერ სიღრმეებს უთმობენ. ექსკურსიის შემდეგ ბავშვებს დავალება ეძლევათ, კედლის გაზეთებითა და სხვა საინტერესო აქტივობებით მიღებული შთაბეჭდილებები პროექტებად უნდა წარმოადგინონ. ექსკურსიაზე ქცევის წესები ყველასთვის გაწერილი და უპირობოა, არ უნდა ჩამორჩე ჯგუფს, უსმინო ხელმძღვანელს და მის მითითებებს მიჰყვე. ისინი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული, პროფესიონალი და დატრენინგებული წარმომადგენლები არიან.  


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
ბავშვებმა საინტერესოდ იმსჯელეს და ერთმანეთს წაკითხული წიგნებისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს
გუნდებმა ძველი ეპოქების შთაგონებით 20 წუთში ეპოქის შესაბამისი სამოსის დიზაინები შექმნეს და შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება