მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა.
გუდაურის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგის მზია ქავთარაძის ინიციატივით, ინტელექტუალური კონკურსი, სახელწოდებით - „მათემატიკა ტვინს გვივარჯიშებს“ გაიმართა.
მათემატიკის ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუდაურის საჯარო სკოლის IX და XI კლასის მოსწავლეები. რომლებსაც დახმარებას მეშვიდე კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ორ-ორ კაციანი გუნდები უწევდნენ.
ინტელექტუალურ კონკურსში გუნდებს შორის პირველობა XI კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. თუმცა, მეცხრე კლასის გუნდის კაპიტანმა ლევან ნაზღაიძემ სძლია მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანს და ამ გამარჯვებით მეცხრე კლასმა („პითაგორა“) მოიპოვა პირველობა.
იხილეთ ფოტოები: