მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში პირველი კლასის ხელმძღვანელის ნელი კაკუტაშვილის მერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ, სადაც ამავე სკოლის პირველკლასელები მონაწილეობდნენ, დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას, სახელწოდებით - „ჩვენ თქვენი საიმედო ცვლა ვართ“, სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას მუსიკალურად გიორგიწმინდის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ლეილა შეყრილაძე აფორმებდა. პირველი კლასის აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები:
აბიტურიენტი რომ ვიყო ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი