ორლოვკის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებს ბოლო გაკვეთილი საზეიმო ვითარებაში ჩაუტარდათ
24-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებს ბოლო გაკვეთილი საზეიმო ვითარებაში ჩაუტარდათ.
მეთორმეტეკლასელებმა არტაშეს ეგოიანმა და კატია ანანიკიანმა დამრიგებელს გოჰარ ჰარუთიუნიანს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
სკოლის აღსაზრდელებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს და მასწავლებლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.